"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსისა" და „ლიბერალური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტები - მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს

მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) პრეზიდენტი, სვენია ჰანი და „ლიბერალური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი, ჰაკიმ ელ ჰაიტი ავრცელებენ.

„შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობა და შიში დატოვა. დაშინებითა და დარღვევებით გამორჩეულ გარემოში, რაც დასტურდება მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშებით, მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი 26 ოქტომბერს, არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობით შეშფოთებულები არიან.

„სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და იძულებით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ საჯარო ადმინისტრაციული რესურსების არაპროპორციული გამოყენებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც ამ გადამწყვეტი არჩევნების ჩატარებას გმობენ, რომელიც ევროკავშირთან ქვეყნის მომავალ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დაშინებასა და „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულ შემცირებას და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს გაჰყვნენ ევროატლანტიკურ გზას და უარი თქვან რუსეთის მცოცავ გავლენაზე თავიანთ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნათელ გზაზე დამყარებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემით - აღნიშნული მიზნის მიღწევისას მათ ყოველთვის ექნებათ „ლიბერალური ინტერნაციონალისა“ და ALDE-ს პარტიის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში