გიორგი მარგველაშვილი - შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი - ჩვენ არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები, ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც მოტყუებისა და გარუსების გეგმას არასდროს მოვაწერთ ხელს

შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი - ჩვენ ვართ რეალურები და არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები - ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ქართველები, რომლებიც მოტყუებისა და საქართველოს გარუსების გეგმას არასდროს არ მოვაწერთ ხელს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ერმა პარტნიორ ქვეყნებს უნდა დაანახოს, რომ ქართველი ერი და ქართველი პოლიტიკოსები ერთ მხარეს დგანან, მეორე მხარეს კი რუსეთისა და პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლებაა.

„მინდა ყველას ვუთხრა: შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი. აი, აქ ვდგავართ ერთად, ამდენი ვართ, რეალურები და ხელშესახები. ჩვენ ვართ რეალურები და არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები. ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ქართველები, რომლებიც ჩვენ სამშობლოს ვიცავთ და რომლებიც მოტყუებისა და საქართველოს გარუსების გეგმას არასდროს არ მოვაწერთ ხელს. აქ ვიდგებით მტკიცედ ისე, როგორც ვიდექით და ვიმარჯვებდით ყოველთვის. ასეთი იქნება ამ პროცესის მომავალი. ასე მტკიცედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არ მდგარან აქამდე. გამარჯვებული ხალხის იმ რაოდენობით, რომელიც მიდიოდა საარჩევნო უბნებზე საქართველოში და უცხოეთში, იმ სიმტკიცით, რომელიც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ამ გაყალბების მანქანების წინააღმდეგ, ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ რუსეთის მონები არ ვართ. დავანახეთ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც პირველი იმაღლებდა ხოლმე ხმას, როდესაც სახელმწიფო იყო დასაცავი და არჩევანი იყო გასაკეთებელი. ასე რომ, ესეც ჩვენი სიძლიერეა. ეს სიძლიერე უნდა ვაშენოთ და ჩვენს პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ერი და ქართველი პოლიტიკოსები ერთ მხარეს ვდგავართ. ხოლო მეორე მხარეს რუსეთის და პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლებაა. ასე ერთად ქართველი პოლიტიკოსები დიდხანს არ დავმდგარვართ და დავდექით იმიტომ, რომ გადასარჩენია სამშობლო. ჩვენი სამშობლოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ და აქ არის ერთობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში