მეთიუ მილერი - ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს

ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის ზომების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე თვეა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ სხვა დახმარება გვაქვს, რომელიც განხილვის პროცესშია“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი თბილისში, არჩევნების შედეგების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ყველას მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ასევე, გვინდა არჩევნებში სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება ვიხილოთ“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების ყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევა და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება არ მაქვს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ამასთან, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორის ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით შეფასება არ აქვს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია