ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო - ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკუთარი კოლონიასავით ექცევა

საქართველოში არჩევნების შემდეგ აშშ მათ საშინაო საქმეებში ერევა, თითქოს კოლონიაზეა საუბარი, თანამედროვე მსოფლიოში ეს არავის ესმის და ამის დანახვა არავის უნდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მოძრაობები. გასულ კვირას მათ მოიპოვეს სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება, მოიპოვეს საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%. რას ამბობს შეერთებული შტატები? „მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების განმეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“ - აღნიშნა მადურომ თავის პროგრამა „მადურო+“-ში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს