ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. აღინიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტებისადმი უნგრეთის მხარდაჭერას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების საკითხები. ხაზი გაესვა უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების მნიშვნელობას. ამ მიმართულებით აღინიშნა საინვესტიციო სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა.

ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს. ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს