შალვა პაპუაშვილი - ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს - დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს

ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. [დედაქალაქში] „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა „შეირგონ ის შედეგი, რომელიც აქვს“.

„თბილისზე რომ აპელირებენ, შევხედოთ ერთი თბილისმა, რომ უარი უთხრა ოპოზიციურ პარტიებს და თბილისში, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორი გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდა - შევხედოთ თბილისის მაჩვენებელს 2020 წლის და 20204 წლის შედარებით. „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს. ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. ჯამში, ოლქების მიხედვით საშუალოდ 21% გვაქვს დამატებული ხმა ყველა ოლქში, თბილისში ყველა ოლქში გვაქვს მატება და ოპოზიციას იცით, რომ ზოგადად საქართველოში კლება აქვს. შევხედოთ, ვინ მოიგო თბილისი, „ქართულმა ოცნებამ“ 263 000 ხმა აიღო თბილისში და იმის შემდეგმა პარტიამ აიღო 90 000 ხმა. ანუ 170 000 ხმით მეტი ავიღეთ თბილისში, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ. რაც შეეხება დაჯამებებს, ძალიან რომ უყვართ, ისიც ჰკითხეთ, „პატრიოტთა ალიანსის“ 2%-ს როგორ იმატებენ? ეგ გვაინტერესებს, ანუ რისი თქმა უნდათ, მათი არის ეს ხმები? და სხვა პარტიებს რომ ჩახედავენ და რომ იმატებენ ხოლმე, კალკულატორი მაგ მხრივ ძალიან კარგად უყვართ. დაჯამება რომ სდომებოდათ, ყველა ეს ოპოზიცია ერთად გამოვიდოდა, აი, იქ დავეჭიდებოდით და მერე შეხედავდნენ, რას ეტყოდა ქართველი ხალხი. ასე რომ, თუ დაჯამება უნდოდათ, მანამდე ეფიქრათ, ახლა, შეირგონ ის შედეგი, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“,როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში ბოლო ადგილზე გავიდა, „რაც ამ ჯგუფის საბოლოო პოლიტიკური განაჩენია“.

„გუშინაც ვთქვი, რომ დაეჯახნენ ტექნოლოგიას. ეტყობა, ადამიანები მოინელეს და ახლა უნდათ დაეჯახონ მანქანებს. პირდაპირ მიდის კამპანია იმისთვის, რომ მთვლელების მიმართ ნდობა შეარყიონ. ქალბატონი სალომეს განცხადებაა: „ტექნოლოგია გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება“. არ ვიცი, საერთოდ, ქალბატონ სალომეს შინაარსი ესმის თუ არა ამ განცხადების. ბატონი [გიორგი] ვაშაძის განცხადება, რომ „ დიდი თაღლითობა მოხდა, ამ აპარატებში რაღაცები შეიტანეს, ჩატვირთეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ასევე ამ საკითხზე მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქ“პოსტიც განიხილა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი „აბსოლუტურად აბსურდია“.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ხალხი, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია რაიმეს მანიპულაცია ხმის დამთვლელ მანქანებში.

„ახლა, თენგომაც [თენგო თევზაძე, გვარამია-მელიას კოალიციის წევრი] ვერ აგვიხსნა, საბოლოო ჯამში, რა მოხდა ამ აპარატებში. ყოველ შემთხვევაში, ლაპარაკობენ და აბნევენ მოსახლეობას.

სინამდვილეში, მე ვთქვი, რომ ამერიკული ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნებია, ეს არის ამერიკული კომპანიის მოწყობილობები, მთვლელები და აპარატები. აუდიტი ჩატარდა ამერიკული კომპანიის მიერ. ასე რომ ახლა, მოსთხოვონ პასუხი, თუ ძალიან უნდათ, ამერიკელებს ჰკითხონ, რამდენად არის სანდო, თუ არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში