შალვა პაპუაშვილი - ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება - თუ არ უნდათ კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში ქართველ ხალხთან და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით

ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება - თუ არ უნდათ ქართველ ხალხთან კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ნაჩქარევი განცხადებებით უცხოელი აქტორები თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ-ხოლმე.

„ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გაკეთებას არავის ვურჩევ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს - ხოლმე და უცხოელი აქტორები თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ. მართალია, მერე ბოდიშს აღარ იხდიან, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ- ხოლმე საქმე. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის საკითხს. როცა ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით, ყალბი საფუძვლით იუსტიციის სამინისტროში მივიდნენ და დემარში გამოუცხადეს საქართველოს. ამ ბრალდებებს ამყარებდა მაშინდელი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ამავე დემარშს საფუძველს უქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავეს ამტკიცებდნენ მაშინ და ოპოზიცია. ახლაც ვინ ქმნის ხმაურს და ფსევდო მტკიცებულებების კორიანტელს? ამას ქმნის ოპოზიცია და ზუსტად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება - თუ არ უნდათ ქართველ ხალხთან კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით.

დღეს და ხვალ არის საჩივრების შეტანის ბოლო ვადა. სურათს ვნახავთ ყველანი, მათ შორის უცხოელი დამკვირვებლებიც. იქნება ამ საჩივრების განხილვა. ხედავთ, რომ ცესკო არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე ორგანიზაცია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე