შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე - ასეთი აქციები ბევრი გვინახავს, ვერ ავყვებით მოთხოვნებს, რომელიც დემოკრატიას გაანადგურებს - როგორ ფიქრობთ, მილიონ 120 ათასი ადამიანი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ვინმეს დაუთმობს, რომ მისი ხმა წაართვან?

1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა და მათ ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით - ჩვენ ვერ ავყვებით მოქალაქეების ისეთ მოთხოვნებს, აზრებს რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, არავის მისცეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს ხმა წაართვან და ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი ამოატრიალონ.

„1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. როგორ ფიქრობთ, 1 120 000 ადამიანი ვინმეს დაუთმობს, რომ მისი ხმა წაართვან? რა თქმა უნდა, არა. ხელისუფლების ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ არავის არ მისცეს შესაძლებლობა წაართვან ხმა საქართველოს მოქალაქეებს და ამოატრიალონ ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი. ეს არჩევანი მკაფიოა.

რა თქმა უნდა, 1 120 000 ადამიანის ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით. ჩვენ ასეთი აქციები ბევრი გვინახავს. ჩვენ ზუსტად იმავე პოლიტიკური ჯგუფების და NGO-ების აქცია ვნახეთ 2022 წელის თებერვალ-მარტში, როდესაც ასევე მათი მხარდამჭერები ითხოვდნენ, რომ გაგვეგზავნა მეომრები უკრაინაში და ომში ჩავრთულიყავით. ითხოვდნენ, რომ [რუსეთისთვის] სანქციები დაგვეწესებინა. იქაც ხალხი იყო, იქაც ადამიანები იდგნენ, მაგრამ რასაც ისინი მოითხოვდნენ იყო ქვეყნის განადგურება და დაღუპვა. ჩვენ ვერ ავყვებით, რა თქმა უნდა, ისეთ მოთხოვნებს, აზრებს მოქალაქეებისა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი