შალვა პაპუაშვილი - რა სიები უნდათ არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა, ეს სია უნდათ? ასეთ სია არ არსებობს - გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?!

რა სიები უნდათ არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა, ეს სია უნდათ? ასეთ სია არ არსებობს - მე გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ოპოზიციის მოწოდებებსა და მოთხოვნებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ამომრჩევლების მთლიანი სია ისედაც აქვს და არ იცის, რა სიებს ითხოვენ ოპონენტები.

„ვერც „ქართული ოცნება“, ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს და ვერც ვერაფერი, ეს არის ცესკოს სიები და მათ პრეროგატივა. სიები მათ აქვთ. ახლა სხვათა შორის, რომ ამბობენ რაღაც დუბლირებაო... სიები მათ სინამდვილეში აქვთ. არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არც ერთს არანაირი პრეტენზია სიასთან დაკავშირებით არ ჰქონია. რა სიები უნდათ არ ვიცი. ვინ ვის მისცა ხმა, ეს სია უნდათ? ასეთ სია არ არსებობს. ამას ჰქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ. რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი...

მე გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის? ხალხი მიიყვანეს, გაყალბდა არჩევნებიო. ანუ, ჯერ ერთი რომ თქვეს გაყალბდა არჩევნებიო არჩევნების დღეს. ისე აღშფოთდნენ რომ 2-ის ნახევარზე დაიძინეს. გათიშეს ეთერები და ამ ანერვიულებულ ფონზე მოდით დავისვენოთო. მეორე დღეს ხომ სხვა ქალაქში უნდა გაგვეღვიძა, არა? ხომ შემოვიდა რომელიღაცა არმია საქართველოში, არა? და ასე მშვიდად დაიძინეს ამ გაყალბებულ არჩევნებზე. აწყობილი სცენა დაშალეს, აწყობილი. სად იყო აღშფოთებული თავისი ამომრჩეველი, რატომ არ მოვიდნენ იმ დღეს და რატომ არ დაუძახეს, ხომ? მერე ორი დღე იფიქრეს, თენგოს [თევზაძე] სთხოვეს იქნებ გვითხრა როგორ გაყალბდაო, თენგომ ვერ უთხრა, გამოვიდნენ სცენაზე და ხალხს მოუწოდებდნენ მოგვაწოდეთ რამე ინფორმაცია გაყალბებასთან დაკავშირებითო“, - განაცხადა პაპუაშვილმა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებია და „ქართული ოცნების“ გარდა, დელეგატი არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია.

„ერთადერთი რასაც ოპოზიცია აკეთებდა იყო კამერებით ჩასვლა ამა თუ იმ რეგიონში.დადგებოდნენ თავის აქტივთან, შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, სურათებს გადაიღებდნენ დაიშლებოდნენ. მოიკითხეთ რეგიონებში, მივიდნენ ოჯახებში, ესაუბრნენ საერთოდ?,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის