კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოციზია და ქართველი ხალხის საუკეთესო, უდიდესი ნაწილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. საერთაშორისო საზოგადოება - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შვედეთი, კანადა და სხვები არჩევნების გაყალბების გამოძიებას ითხოვენ და მის შედეგებს დემოკრატიულად, ე.ი. კანონიერად არ მიიჩნევენ. ასეთია მოცემულობა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იძენს ე.წ. ძაბრისებრ ეფექტს, რასაც მოვლენები იქამდე მიჰყავს, რომ პოლიტიკური მანევრირების სივრცე მცირდება და მალე პროცესი სრულად გაიჭედება. არც მინდა იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ისედაც დაძაბული ვითარების სრული გაჭედვა. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში, როცა პატარა შეცდომასაც დიდი განვითარება შეიძლება მოჰყვეს, ლიდერების გადაწყვეტილებები ძალზე მნიშვნელოვანია.

ამ ვითარებაში, მინდა ყურადღება გავამახვილო ბატონი ივანიშვილის, როგორც ლიდერის პერსონაზე. დიახ, მას აქვს ძლიერი ინტუიციის გრძნობა და ანალიზის უნარი, თუმცა აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები და კრედო, ყველაფერს ყოველთვის ბოლომდე „მიაწვეს“, ამ პროცესში კი ფსონების დადება და გაორმაგება ახასიათებს. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს - ივანიშვილი ფიქრობს, რომ შეცდომას არასდროს უშვებს და ეს უკვე მარტო მისი კი არა, ჩვენი ქვეყნის პრობლემაცაა. ეს ჩემი აზრია.

ჩემთვის ამ ვითარებას უინსტონ ჩერჩილის სიტყვები ესადაგება - არასდროს დანებდე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სინდისს და საღ აზრს!

გასაგებია ივანიშვილის შეუპოვრობაც და ბოლომდე „მიწოლაც“, როცა საუბარი მხოლოდ მის პირად ინტერესებზეა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, არც ბიძინა ივანიშვილს და არავის სხვას, არ აქვს უფლება, ფსონად ქვეყანას ჩავიდეს და მისი ბედით ითამაშოს.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ დღესვე, ყველაზე მარტივად შეგიძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ სიტუაცია განიმუხტოს. გააუქმეთ არჩევნების შედეგები და დანიშნეთ ახალი არჩევნები. ეს პროცესი მაინც გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება მოხდეს მტკივნეული მოვლენების ფონზე. ამ მოვლენებიდან კი გამარჯვებული ვერც თქვენ გამოხვალთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყანა - აქ გამარჯვებული არ არსებობს!

მოგიწოდებთ, თუ მართლა გიყვართ საქართველო, გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და მიეცით ამ ქვეყანას გამარჯვების შანსი!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის