ვასო ურუშაძე - მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს - საჭიროა, ივანიშვილმა გვერდზე გადადოს პირადი კორუფციული, კომერციული ინტერესები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები

მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს, საჭიროა, ბიძინა ივანიშვილმა გვერდზე გადადოს პირადი კორუფციული, კომერციული, ფინანსური ინტერესები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ქვეყანაში დასტაბილურდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.

„აუცილებელია ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გველოდება. ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციითაც დასტურდება. ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უფასურდება, რაც იმის წინაპირობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რასაც მოჰყვება ფასების ზრდა პროდუქტებზე, საწვავზე, საყოფაცხოვრებო სფეროში, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია იყოს დამოუკიდებლად თვითმყოფადი, ჩვენ ვართ ინტეგრირებულები გლობალურ ეკონომიკაში, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და საერთაშორისო სანქციები, ეკონომიკური კრიზისი მყისიერად აისახება ნეგატიურ ჭრილში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ისედაც ნულამდე შემცირებულ ინვესტიციებს საერთოდ გააქრობს, პირიქით, საქართველოდან საერთაშორისო ინვესტიციები დაიწყებს გადინებას, რაც დაგვაკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდის ტენდენცია იქნება შეუქცევადი, რაც მძიმედ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. ამიტომ ივანიშვილმა გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი კომერციული, კომერციული და ფინანსური ინტერესები, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მოხდეს პროდასავლური კოალიციური ხელისუფლების არჩევა დემოკრატიული წესით, რათა ქვეყანაში დასტაბილურდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს