ელენე ხოშტარია - არ უსმინოთ პაპუაშვილს, ის მილიონ სისულელეს იტყვის, ჩვენ გზას მივყვეთ!

გუშინ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დააფიქსირა, რომ მართლა პარლამენტში შესვლაზე კი არ არის [საუბარი], მოხდება ხელისუფლების დელეგიტიმიზაცია იმიტომ, რომ ის არ არის ლეგიტიმური. არ უსმინოთ პაპუაშვილს, ის მილიონ სისულელეს იტყვის, ჩვენ გზას მივყვეთ! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ხოშტარია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ადრე თუ გვიან ოპოზიცია პარლამენტში შევა.

აღნიშნული განცხადება ხოშტარიამ ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სადაც მისივე თქმით, იმსჯელებენ იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მუშაობას გააგრძელებენ.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გარდა პრეზიდენტისა და სრული პოლიტიკური სპექტრისა, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ნათლად თქვა, რომ ეს არჩევნები არის მიუღებელი, გაყალბებული, რუსული და რომ ჩვენ შეგუებას არ ვაპირებთ. ამ მხრივ, ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სურათი არის აბსოლუტურად შეკრულია.

ჩვენ ახლა, ვაგრძელებთ მუშაობას. ამ სამუშაოს სჭირდება ბევრი მიმართულება, ეს არის ჩვენ პარტნიორებთან მუშაობა, კონკრეტული სქემების გამოვლენა, დელეგიტიმაციის პროცესი, რომელსაც ჩვენ ქვეყნის შიგნიდან და გარედან მივაღწევთ. ამას სჭირდება ერთობლივი ყოველდღიური მუშაობა და ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია ახლა ვიკრიბებით, კიდევ შემდეგი ნაბიჯებისთვის, მუშაობისა და კოორდინაციისთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მან ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნაზე.

„ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ ქვეყანაში გაუქმებული არჩევნების პირობებში საერთაშორისო ადმინისტრირებით მოხდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. ეს იქნება ქართველი ხალხის ნების დაცვის გარანტი. ჩვენ ვნახეთ, ჩვენი პარტნიორების ძალიან მკაცრი განცხადებები სწორედ ხალხის შეკრების შემდეგ იმაზე, რომ ეს არ იყო არჩევნები, არ იყო თავისუფალი არჩევნები და რომ უნდა გადამოწმდეს ვინც მოიპარა იმისგან კი არა, არამედ უნდა გადამოწმდეს საერთაშორისოდ, კონკრეტულად, რა მოხდა. ამიტომ, ბევრი სამუშაო მიმართულება გვაქვს და ჩვენ, ოპოზიცია ვალდებული ვართ ერთიანად ვიმუშაოთ“.- განაცხადა ხოშტარიამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში