ანჯეი დუდა - სალომე ზურაბიშვილმა განმიცხადა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც მოხდა არჩევნების შედეგების დამახინჯება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვარშავაში ჯერ კიდევ 1 თვის წინ განხორციელებული ვიზიტისას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ვითარება განიხილეს და სალომე ზურაბიშვილმა მას განუცხადა, რომ არჩევნებში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, მაგრამ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ისეთ უპირატესობას მიიღებდა, რაც დამოუკიდებლად მმართველობის საშუალებას მისცემდა.

„ის ერთი თვის წინ ვარშავაში იმყოფებოდა. მაშინ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ვითარებაზე. მაშინ პრეზიდენტმა განმიცხადა, რომ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, მაგრამ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ისეთ უპირატესობას მიიღებდა, რაც დამოუკიდებლად მმართველობის საშუალებას მისცემდა. შედეგი, რომელიც ახლა ცხადდება, აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რაც მან მითხრა მაშინ“, - აღნიშნა დუდამ Radio ZET-თან საუბარში.

ამასთან, დუდამ სალომე ზურაბიშვილთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბარიც გაიხსენა.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მითხრა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც მოხდა არჩევნების შედეგების ბევრ დონეზე დამახინჯება. მას მკაფიოდ არ უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს საქმეში ერეოდა, რადგან ამის მკაფიო მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ასე ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მხარს უჭერს იმ პარტიას, რომელიც დღესაც ისევ საქართველოს მმართველი პარტიაა. მას პუტინის მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიება.

„ამ არჩევნებზე იყვნენ დამკვირვებლები, მათ შორის ჩვენი პოლონელი დამკვირვებლები. მათი დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია. ველოდებით მოსაზრებებს. ქალბატონმა პრეზიდენტმა უკვე მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება. მე ასევე მიმაჩნია, რომ ასეთი გამოძიება - საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა მოსაზრების საფუძვლიანი შესწავლით - აუცილებელია იმის გასარკვევად, თუ რა მასშტაბით შეიძლებოდა მომხდარიყო არჩევნების გაყალბება. იმიტომ, რომ განსაკუთრებული ეჭვი არ არის, რომ გაყალბება მოხდა, თუ იქ გამოყენებულ მეთოდებს მოვუსმენთ. საკითხავია, რა მასშტაბით“, - აღნიშნა დუდამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მსოფლიოს საკვანძო წერტილში, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია შავ ზღვაზე, მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში და ამიტომაც არის დავა მის გამო წლების განმავლობაში და ამიტომაც სურს რუსეთს საქართველოს ხელში ჩაგდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო