გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს - მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ახალი არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით

მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს - მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ხალხს, რომელიც გუშინდელ აქციაზე მივიდა და აღნიშნა, რომ ამით მათ მიიღეს მანდატი და ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ იბრძოლონ გამარჯვებისთვის.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა [გუშინდელ აქციაზე]. ამით ჩვენ მივიღეთ მანდატი, ლეგიტიმაცია, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს იყო სპეციალური ოპერაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ჩვენ ახლა გვაქვს ორი მიმართულება - საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს. ისვე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში