შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანის მისამართით შეძახილებზე - სამარცხვინოები არიან ფსევდორელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები - რაც მათ გუშინ მოაწყვეს, სამარცხვინო, არაქართული პერფორმანსია, შემდეგ ამბობენ, ევროპელები ვართო

სამარცხვინოები არიან ფსევდორელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები - რაც მათ გუშინ მოაწყვეს, სამარცხვინო, არაქართული პერფორმანსია, შემდეგ ამბობენ, ევროპელები ვართო - თვალში ეპატარავებათ რომელიმე ევროპული ქვეყანა, თუ რა ხდება მათ თავს? ევროპას შორისაც რაიმე სეგრეგაცია აქვთ?- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ესკორტის მისამართით სტვენასა და შეძახილებს.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა „სამარცხვინო სახე იმ ლიბერალური ფაშიზმისა, რაც საქართველოშია“.

„სამარცხვინოები არიან ფსევდორელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები - ვნახეთ, რა იყო გუშინ მათი რეაქცია. გუშინ მათ რაც მოაწყვეს, სამარცხვინო, არაქართული პერფორმანსია. შემდეგ ამბობენ, ევროპელები ვართო. უნგრეთი შემთხვევით ამ 27 ქვეყნიდან ერთი ქვეყანა ხომ არ არის? თვალში ეპატარავებათ რომელიმე ევროპული ქვეყანა თუ რა ხდება მათ თავს? აქაც რაიმე სეგრეგაცია აქვთ ევროპას შორის? როგორც ქართველებში უნდათ სეგრეგაცია და სხვადასხვა ჯგუფად დაყოფა - პატრიციებად და პლებეებად უნდათ წარმოაჩინონ ეს საზოგადოება? ასეთ სეგრეგაციაზე ფიქრობენ, რომ ეს არის ევროპა, ევროკავშირი? გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ სამარცხვინო სახე იმ ლიბერალური ფაშიზმის, რაც საქართველოშია. ადამიანები ჩვეულებრივად ზიზღს აფრქვევენ. სოციალურ ქსელში შევლენ და ვიღაცას მიადგებიან, გარეთ გამოვლენ - ქართველს მიადგებიან, ქართველს ვერ ნახავენ - უცხოელს მიადგებიან. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ხვდებიან, სინამდვილეში რა არის ქართული საზოგადოების ნება, საქართველოს ისტორია. რა არის მისი აწმყო და რა უნდა იყოს მისი მომავალი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ესკორტს, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტს“ ტოვებდა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს