თინა ბოკუჩავა - ერთადერთი მოთხოვნა, ახალი არჩევნების ჩატარებაა, რომელსაც არა კალანდარიშვილის და სუს-ის მიერ კონტროლირებადი ცესკო, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს

ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება ამ მოცემულობაში რაციონალური იყოს, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, რომელსაც არა კალანდარიშვილის და სუს-ის მიერ კონტროლირებადი ცესკო, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ პარტიებს მომავალი ნაბიჯები დაეგეგმათ.

„გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცია შედგა, რომელსაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ესწრებოდა. საქართველოს მოქალაქეთა, აბსოლუტურად უმრავლესობამ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ევროპული არჩევანი გააკეთა. ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება შემდეგ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა მოჰპარა. ის, რომ ჩვენ არ მივიღებთ ამ არჩევნების შედეგებს, ამ მოპარული არჩევნების შედეგებს, რომ არ მივანიჭებთ ამ მოპარული არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას, უარს ვამბობთ მანდატებზე - ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ოპოზიციური ერთობის დემონსტრირება გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც ამ პროცესში პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი როლი. შესაბამისად, დღევანდელი განხილვაც ემსახურებოდა უკვე პარტიებს შორის მომავალი ნაბიჯების დაგეგმვას, ისევე როგორც პრეზიდენტთან კოორდინაციით. იმისთვის, რომ ეს ინტენსიური კოორდინაცია და მუშაობა გაგრძელდეს, ახლა უკვე პრეზიდენტის სასახლეში მივდივართ.

როდესაც არჩევნების არა 1% ან 2%-ით გაყალბება, არამედ ტოტალურად მიტაცება მოხდა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება ამ მოცემულობაში რაციონალური იყოს, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, რომელსაც არა კალანდარიშვილის და სუს-ის მიერ კონტროლირებადი ცესკო ჩაატარებს, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს და ამ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება აისახოს პარლამენტში, მთავრობაში და ხელისუფლების მმართველობაში, მაშინ როცა ახლა ხელისუფლება მიტაცებულია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება