ანა დოლიძე -კოორდინაციაში ვართ პრეზიდენტთან, რომელსაც პრინციპული პოზიცია აქვს არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით - ვთანამშრომლობთ ყველასთან, რათა მტკიცებულებების შეგროვება მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვთხოვენ

ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც პრინციპული პოზიცია აქვს არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებს, რათა საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.

"არჩევნები მოიპარა და გააყალბა რუსეთმა, სპეცსამსახურების დახმარებით და საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით. მსგავსი პრეცედენტები არის ახალი. ჩვენ ვუპირისპირდებით არა მარტო "ქართულ ოცნებას", არამედ ამ ტენდენციასაც. ოპოზიცია ახლა აგროვებს მტკიცებულებებს, ვთანამშრომლობთ ყველასთან, რათა მტკიცებულებების შეგროვება მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვთხოვენ - გამოძიებისთვის, პრეზიდენტი ინფორმირებულია, ეს რუსეთის ახალი სიტყვაა, რითაც ის ინარჩუნებს მარიონეტ მთავრობებს, შესაბამისად ჩვენ მას სერიოზული, კომპეტენტური მტკიცებულებებით უნდა დავუპირისპირდეთ",- განაცხადა ანა დილიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს