ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

მეთიუ მილერის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და ანდრეი ერმაკმა სამხედრო, ეკონომიკური და უკრაინის მხარდასაჭერად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები განიხილეს, მათ შორის უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მხარდამჭერი კონფერენციები.

„მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა და გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებული სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია მეთიუ მილერის განცხადებაში.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ანდრეი ერმაკი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანსაც შეხვდა.

„ჩვენ უკრაინის გამარჯვების გეგმა, მშვიდობის ფორმულის განხორციელება, ფრონტის ხაზი, შეიარაღება და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები განვიხილეთ, რომლებსაც რუსეთი ომისთვის ამზადებს“, - წერს ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება