სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება - უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება - თუ არ შეიცვლება ეს საარჩევნო სისტემა, ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არასდროს ექნება

ვფიქრობ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველო „რუსული რეჟიმისგან არ გათავისუფლდება“.

„აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის გამოძიება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ.

„ყოველდღე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება. რეალურად, ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებს აზრი დაუკარგა. ეს სისტემა გამოძიებული თუ არ იქნება და არ შეიცვლება, არასდროს ამ ქვეყანაში არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება. უბრალოდ, ნომინალურად ჩავატარებთ არჩევნებს. ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება, არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ თუ გასული 3-4 წლის მანძილზე 250 ათასმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ამიტომ, ახლა ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ პირველ რიგში, გამჟღავნდეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს