კამალა ჰარისი - ამერიკაში ლიდერების ახალი თაობის დროა

ამერიკაში ლიდერების ახალი თაობის დროა, - ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა კაპიტოლიუმის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

„ჩვენ თითის გაშვერა უნდა შევწყვიტოთ და ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ. დროა, დრამისა და კონფლიქტის ფურცელი გადავშალოთ. ამერიკაში ლიდერების ახალი თაობის დროა“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს „შურისძიება და შეუზღუდავი ძალაუფლება“ სურს.

„ვიცით ვინ არის დონალდ ტრამპი: ადამიანი, რომელიც თითქმის ოთხი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას იდგა და შეიარაღებული ბრბო კაპიტოლიუმში გაგზავნა, რათა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დაფიქსირებული ხალხის ნება შეეცვალა. არჩევნებში, რომელშიც იცოდა, რომ დამარცხდა“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს