ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის 101 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის ეროვნული დღესასწაული პირადად მიულოცა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების სტუმრებმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპეციალური ვიდეო-მიმართვა მოისმინეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ალი ქაან ორბაი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.

საზეიმო მიღებას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება