ირაკლი კობახიძე - ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე „ნაცი“ იყო - თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს და რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და პროკურატურას მიმართოს

ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე „ნაცი“ იყო - თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს და რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და პროკურატურას მიმართოს. ყველა აირიდებს მტკიცებულებების წარდგენას, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც უალტერნატივო იყო ქვეყნის განვითარებისთვის.

„ისინი ატყუებდნენ ამომრჩეველს, რომ არჩევნებს იგებდნენ. ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე „ნაცი“ იყო, რაც ვერ იქნება სიმართლე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აზროვნებს სახელმწიფოებრივად. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც უალტერნატივო იყო ქვეყნის განვითარებისთვის. ოპოზიციის წარმომადგენლები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის მხარდამჭერებს, რომ თითქოს, რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს იგებდა, ახლა მათ უწევთ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ვერ გამოავლენენ ღირსებას, რომ სიმართლე უთხრან მხარდამჭერებს. ახალი ტყუილის საუბარი უწევთ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.

გავაგრძელებთ მტკიცებას მომდევნო დღეების განმავლობაში. ამაში პროკურატურის როლიც მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერი იქნება გამოძიებული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და პროკურატურას მიმართოს, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. თავადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, ნახოთ როგორ წარიმართება პროცესი, ყველა აირიდებს მტკიცებულებების წარდგენას, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს