დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები სიცრუეა

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები სიცრუეა.

სიცრუის გამოქვეყნებას ავტორიტეტული გამოცემებიც არ ერიდებიან, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ბევრი სიცრუეა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ყველაზე ავტორიტეტული გამოცემებიც არ ერიდებიან იმ ფაქტს, რომ ასეთი გამოგონილი ამბები არსებობს და ისინი ამას უშვებენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე, გამოცემა Financial Times-მა, აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე არიან.

FT-ის ცნობით, მხარეები აგვისტოში შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ, როდესაც მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა. გამოცემა წერს, რომ მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც უკრაინული ძალები კურსკის ოლქში შევიდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება