გიორგი ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს, ამ გამყალბებელს, არაფერს წარვუდგენ - წარვუდგენ საერთაშორისო გამოძიებას, ყველა ვიდეოს აკუმულაცია მოხდება

მე მამუკა მდინარაძეს, ამ გამყალბებელს, არაფერს წარვუდგენ - [ვიდეოებს] წარვუდგენ საერთაშორისო გამოძიებას - ყველა ვიდეოს აკუმულაცია მოხდება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ პროკურატურის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, „პროკურატურას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ“.

ამასთან, ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პროკურატურაში დაბარების ფაქტის გამო, „სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“.

„ივანიშვილმა დაინახა, რომ მისი სიყალბე არ გავიდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არჩევნების შედეგები მასობრივად გადაწერა. აქედან გამომდინარე, პროკურატურას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ეს პროკურატურა ასრულებს მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს, მათ შორის, ჩართულია დანაშაულის შემოქმედებაში. ამიტომ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პრეზიდენტს და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ვაშაძე.

გარდა ამ თემისა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსულტაციებზე მათ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აქციები და პროტესტი „აუცილებლად იქნება“.

„ეს პარლამენტი არ შედგება. არავინ აპირებს ამ მანდატების რეალიზებას, პირდაპირ ვამბობ. სიებიც ჩაიხსნება, მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი ხელახალი არჩევნების საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარებაა. აქციები და პროტესტი აუცილებლად იქნება. ამის კონკრეტულ თარიღებს ყველანი ერთად გამოვაცხადებთ. არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ, პირიქით - შეტევა იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და არა მათ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება