ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე - ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და თუ ვინმეს ამ ინსტიტუციაში ჩადენილი აქვს რაიმე დანაშაული, ჩემიდან დაწყებული, მზად ვარ, ვაგო პასუხი

როგორც აღმოვაჩინეთ, ძალიან ადვილია განცხადებები აკეთო და რაღაც დააბრალო კონკრეტულ პირებს თუ ინსტიტუციას, სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალო და შემდეგ ამაზე არც საბუთი, არც ფაქტი და არც არანაირი დასაბუთება არ მოაყოლო, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი ბრალდებების ასპარეზად გადაიქცა, ამიტომ მზად არის აგოს პასუხი, თუ ცესკოს მხრიდან დანაშაულის ჩადენა დადასტურდება.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომიდინარე გვგონია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და თუ აქ ვინმეს, ამ ინსტიტუციაში ჩადენილი აქვს რაიმე დანაშაული, ჩემიდან დაწყებული, მზად ვარ, ვაგო პასუხი.

მე დიდი ინტერესით დაველოდები და მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ყველა ის პირი, რომელიც აცხადებს, რომ აქვთ გაყალბების ფაქტები, ამ ფაქტებს შესაბამის ინსტიტუციაში წარადგენენ, ობიექტური და ჭეშმარიტი გამოძიებისთვის, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ყველამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს.

საარჩევნო პროცესი ბრალდების ასპარეზად გადაიქცა, თითქოს გამოცხადებულია შეჯიბრია, ვინ უფრო მეტ რაღაც სიახლეს წარმოაჩენს“,- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება