მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტი შაბან მამედოვი გრან-პრის მფლობელი გახდა

29 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მხატვრული შემოქმედების 31-ე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე "LES ETOILES DE PARIS 2024", მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტმა, შაბან მამედოვმა სოლო კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ულოცავს მომღერალს მიღწეულ წარმატებას.

„შაბანის წარმატება საერთაშორისო კონკურსზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი პიროვნული მიღწევის გამო, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის და რეგიონის კულტურული სახის წარმოჩენისთვისაც. მსგავსი მიღწევები ასახავს ადგილობრივი კულტურის სიმდიდრეს და ქმნის შესაძლებლობებს, რაც ხელს უწყობს ნიჭიერი ადამიანების საერთაშორისო დონეზე გამოჩენას. ვულოცავ კიდევ ერთხელ შაბან მამედოვს მორიგ გამარჯვებას და მომავალშიც უამრავ წარმატებას ვუსურვებ!" , - ნათქვამია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს