სალომე ზურაბიშვილი - არავინ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს - მე არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ

პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და გამოკითხვაზე პრეზიდენტის დაბარებას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვაზე დაბარება „უცნაურად

ემთხვევა“ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა“.

„მე ახლა პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა.

ამ მომენტისთვის, ცესკოში შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი. მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ეხება, რაც თავის მხრივ 400 ათასამდე ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული გავლენა თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხია დასმული, რის შედეგადაც შეიძლება 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასე რომ, პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს თუ შეუძლია პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.

საზოგადოება განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას, ხედავს თუ რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემს მიმართ. მადლობელი ვარ, მივიღე ძალიან ბევრი გზავნილები, რომ „ნუ გეშინია“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად და უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება