ჯოზეფ ბორელი - ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტი მხოლოდ უნგრეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ხელს არ უშლის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკა

შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ორბანს განსხავავებული აზრი აქვს, მაგრამ დამკვირვებლებს არჩევნები არ გამოუცხადებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი , - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.

მან ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზეც.

„რაც შეეხება საქართველოს, რაღაც უნდა ვთქვა რაც ნათელია: უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტი მხოლოდ უნგრეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ხელს არ უშლის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამოვხატე კომისიასთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომ ეს საკითხი ბუდაპეშტში გასამართ ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში იქნება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ.

„რეალობა უნდა გავიგოთ, შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ორბანს განსხავავებული აზრი აქვს, მაგრამ დამკვირვებლებს არჩევნები არ გამოუცხადებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩვეულებრივ, როდესაც დამკვირვებლები თვლიან, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, ისინი ასე ამბობენ. მათ არც საპირისპირო უთქვამთ, მაგრამ არ უთქვამთ რომ იგი თავისუფალი და სამართლიანი იყო. დარღვევების გრძელი სიაა, რომელიც ანალიზსა და განხილვას საჭიროებს. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საარჩევნო პროცესის მართვაზე, ამას გამჭვირვალედ გააკეთებენ. ჩვენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი ორგანოების მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებას ველით. დამკვირვებლების თქმით, მთელი პროცესი გამოირჩეოდა დაძაბულობით, პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, პირადობის მოწმობის ჩამორთმევითა და დაშინებით. წაიკითხეთ ანგარიში და თქვენი შეფასება გამოიტანეთ. რა თქმა უნდა, ჩემი შეფასება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებისგან განსხვავდება, მაგრამ როგორც წესი, ევროკავშირის ყველა წევრს მსგავსი შეხედულება არ აქვს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს