შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციაა ის, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.

“დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.

სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.

ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას "თავისუფალ და სამართლიან" არჩევნებად არ შეუფასებია.

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

"ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს”, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს