გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრო შეზღუდვა, როგორც თბილისის უბნებს, ასევე, სხვადასხვა რაიონის სოფლებს შეეხება.

“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს 03:00-იდან 03:15 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა, მსხალდიდი, ნაფეტვრები, აგარაკი, ხოლო 10:00-იდან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში თხინვალა, ლისი.

11:00-იდან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, მუხრანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.

11:00-იდან 17:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მენესო, ცხვედიეთი, კიტოხი, უკანა მხარი, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-იდან 18:00 საათამდე ელექტრო ენერგია გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, წყაროთუბნისთავი, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა, საყდრიონი.

12:00-იდან 12:05 საათამდე და 12:55-იდან 13:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდებათ აბონენტებს გლდანში, ავჭალის მასივში, მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

16:00-იდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ ზაჰესში თავისუფლების, ავჭალის, ყაზბეგის, ჭიჭინაძის ქუჩებზე.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება