ჯო ბაიდენი მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

ჯო ბაიდენი მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება, - ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა და ეს არის ის, რასაც ნახავთ, რომ ეს პრეზიდენტი გააკეთებს“, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, როგორც წესი, პრეზიდენტები თავიანთი შემცვლელების ინაუგურაციას რეგულარულად ესწრებიან.

„ის, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს“, - აღნიშნა თეთრის სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2021 წლის იანვარში ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება