„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათი განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და არა დიქტატურა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

„ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი იქნება შეჩერებული, თქვეს რომ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებთან დაშორებას განაგრძობს. მოვედით რომ შეგახსენოთ, ჩვენ გვინდა ევროპაში და დიქტატურა არ არის ამ ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა რეზო ხარაზმა.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” წევრებმა ოპოზიციას მოუწოდეს, რომ არჩევნებში დამარცხება აღიარონ.

„თქვენ უფრო ხელფასების გამო იყავით მოსული, რომ დაგერიცხოთ…რა განცხადებებს აკეთებთ?! დიახ, ხელფასის გარდა სხვა ფანტაზია არ აქვთ, დამარცხდით და აღიარეთ! ღირსეულად მოგიგეთ და ღირსეულად დაგდეთ ბეჭებზე”, - მიმართეს უმრავლესობის წევრებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს