ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის და ივანიშვილის გასაგონად მინდა წინმსწრებით ვთქვა: არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან, რომელიც თანამონაწილეა რუსულ სპეცოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ხალხს არჩევნები და ევროპული მომავალი მოჰპარეს! - ამის შესახებ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ იგივე რეაქცია ექნებათ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც.
„იმდენად, რამდენადაც ორი სამთავრობო მედია კითხულობს, მივალ თუ არა პირადად მე პროკურატურაში, როგორც მოწმე, ვვარაუდობ, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, რომელსაც პროკურატურა იბარებს როგორც მოწმეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ივანიშვილის ჯიბის პროკურორები გეგმავენ პოლიტიკური ლიდერების დაბარებას. სამთავრობო პროპაგანდისტული არხების, ისევე როგორც ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის და ივანიშვილის გასაგონად მინდა წინმსწრებით ვთქვა: არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან, რომელიც თანამონაწილეა ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული სპეცოპერაციის, სადაც ქართველ ხალხს არჩევნები და ევროპული მომავალი მოჰპარეს. დარწმუნებული ვარ, იგივე რეაქცია ექნებათ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც”,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.