შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ქაღალდიც ოპოზიციამ შეარჩია, ფლომასტერიც და კონვერტიც, ახლა მოგვდგნენ და გვეუბნებიან: „არჩევნები არ ითვლება, 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ ვიღაც NGO-მ“ - ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ

ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მაგათ შეარჩიეს და კონვერტიც მაგათ შეარჩიეს - ოპოზიციამ და ახლა მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან: “თქვენი არჩევნები არ ითვლება, 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ ვიღაც NGO-მ, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავს, რომ მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ზუსტად იმავე ინვენტარით ჩატარდა საქართველოში 2021 წლის შემდეგ რამდენიმე არჩევნები და შედეგად, არც ოპოზიციას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინ ამ ფაქტორთან დაკავშირებით ყურადღება არ გაუმახვილებია.

„არჩევნებიდან მეხუთე დღეს აღმოაჩინეს, რომ თურმე მელანს გაუჟონია და ეს არის ახლა მათი ხელმოსაჭიდი ხავსი. მათ შორის ქალბატონ სალომეზეც იყო საუბარი და ამაზე ცალკე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ჩანს, ვის მისცა ხმა - აქ ზედა მხარეს რაც იყო ტესტი, იმის მონიშვნაა.

2 მილიონ 60 ათასმა ადამიანმა მივეცით ხმა, გავიგე რომ რაღაც ტყუილი შეიძლება თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით არჩევნებზე და ჩვენ არ ვიცით, როგორ მივეცით ხმა და იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული?! ხომ არ შეიძლება მართლა ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალში?!

მეხუთე დღეს NGO-ებმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ მელანმა გაჟონა, ეს არის მათი მთავარი საკითხი. ამ საკითხზე საერთოდ არაფერი არ აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში, ამ სისტემას ძალიან კარგად იცნობენ. ბატონი სიორიძე, რომელიც ერთ-ერთ ეთერში ვნახე, ხმას ვერ იღებდა ამაზე, ზუსტად იცის, რა სისტემით ჩატარდა [არჩევნები]. ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლები ხომ იყვნენ ჩართულნი - ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მაგათ შეარჩიეს და კონვერტიც მაგათ შეარჩიეს - ოპოზიციამ და ახლა მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, „თქვენი არჩევნები არ ითვლება, 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ ვიღაც NGO-მ“, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავს, რომ მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ.

რაც მთავარია, ზუსტად ამ ქაღალდებით, ამ კონვერტებით, ამ ფლომასტერებით ჩატარდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები კრწანისში, 2022 წლის საკრებულოს არჩევნები ბათუმში, 2022 წლის არჩევნები სენაკში, 2023 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები ფოთში, 2023 წლის მერების და საკრებულოების არჩევნები სხვადასხვა ადგილას, 2023 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები გორში. ყველა ამ არჩევნებზე ოპოზიციაც იქ იყო, NGO-ებიც იქ იყვნენ, ხალხიც იქ იყო, რატომ აქამდე არავის პრეტენზია არ გასჩენია არასდროს. ყველაფერი აბსოლუტური აბსურდია, რასაც აკეთებენ ეს NGO-ები და აქ უკვე დგება პასუხისმგებლობა მათი დონორებისა. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინსინუაციები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იკვებება, მათ შორის, საგარეო განცხადებებით, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველ ამომრჩეველზე იმისთვის, რომ წაართვან მათ არჩევანის უფლება. ვიღაცას არ მოეწონა ქართველი ხალხის არჩევანი და აქ ორი არჩევანია, ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი აქედან და დანიშნონ აქ ვინც მათ უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს და ახლა ამ დილემაშია ბევრი როგორც ჩვენ ვაკვირდებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს