გაერო-ში აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის მხარდაჭერის შემდეგ არგენტინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გაერო-ში აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის მხარდაჭერის შემდეგ არგენტინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის პრესსპიკერი, მანუელ ადორნი ავრცელებს.

მანუელ ადორნის ცნობით, დიანა მონდინოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აშშ-ში არგენტინის ელჩი, ხერარდო ვერტეინი შეცვლის.

არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიანა მონდინოს გათავისუფლება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი, არგენტინის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის მხარდაჭერა გახდა.

„ჩვენი ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება კუბის დიქტატურას და გააგრძელებს იმ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც გმობს ყველა რეჟიმს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ინდივიდუალურ თავისუფლებებს არღვევენ“, - ნათქვამია არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს