შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ - სინამდვილეში ვინც იზეიმა და მოგვილოცა, არის მინიმუმ მილიონ 120 ათასი ამომრჩეველი

ჩვენ 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რამდენმა ქვეყანამ მიულოცა “ქართულ ოცნებას“ პარლამენტის არჩევნებში გამარჯვება და რამდენი ქვეყნისგან მიიღეს მათ აღიარება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა მიულოცა.

“თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ ტორტი უნდა გაჭრათ და სანთლები ჩააქროთ. ასეთი განწყობები იყო თქვენს (ოპოზიციის) ოფისებში ეგზიტპოლის ყალბი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ვინც იზეიმა და ვინც მოგვილოცა, არის მინიმუმ მილიონ 120 ათასი ქართველი ამომრჩეველი და სხვა ქართველები, რომლებიც ამ არჩევანით არიან გახარებული. ეს არჩევნები ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანა ქართველი ხალხის ინტერესით იმოქმედებს და არა სხვათა ინტერესით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება