შალვა პაპუაშვილი - ამ ისტერიით, ევროინტეგრაცია თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან, პოლიტიკურ იარაღად იქცა, ამიტომ ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ, მათ შორის ევროპელებიც - ეს უნდა იყოს თანამშრომლობითი პროცესი

ამ ისტერიით, ევროინტეგრაცია თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან, პოლიტიკურ იარაღად იქცა, ამიტომ ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ, მათ შორის ევროპელებიც. ეს უნდა იყოს თანამშრომლობითი პროცესი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ის თუ როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ მნიშვნელოვანია თუ როდის დაიხურება მოლაპარაკებები, რომელიც მისივე შეფასებით, მათივე გამოცდილებამ ასწავლა.

„მაგალითად ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ჩვენ სამი წელი, თქვენი გაგებით უბედური ქვეყანა ვიყავით, რომელთანაც ევროკავშირი მოლაპარაკებებს არ იწყებდა. სამი წელი უკრაინასთან და მოლდოვასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და ჩვენ ვიყავით მიტოვებული. როდესაც მოლაპარაკებები გაიხსნა, ჩვენ და უკრაინამ ერთდროულად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ისინი სამი წლით წინ იყვნენ მოლაპარაკებებში და ჩვენ დავეწიეთ, რატომ? ევროინტეგრაციის პროცესში დიდი ხანია ვართ და ეს არცერთი წამით არ გაჩერებულა.

ევროინტეგრაცია ორი ნაწილისგან შედგება, ეს არის ინსტიტუციური ნაწილი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ერთად მუშაობს ყველა მიმართულებით, 35 თავია ევროინტეგრაცია. მეორე - პოლიტიკური ნაწილი, რა განცხადებებს აკეთებს იმ მომენტის კონიუქტურიდან გამომდინარე. როდესაც პოლიტიკური ნაწილი მომზადებულია და კონიუქტურები იცვლება ჩვენდა სასარგებლოდ, აღმოაჩენენ, რომ საქართველო მოლდოვაზე წინ არის. ამ ერთი წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ამ 35-თავიან შეთანხმებაში, 25-ში არის სხვადასხვა სახის პროგრესი.

შეჩერება რას ნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმება აღარ გვაქვს? აღარ მივიღოთ კანონები და დირექტივები აღარ გადმოვიტანოთ? თუ ევროკავშირი აღარ შეგვაფასებს?

მეორე არის მიზანი, რომლისკენაც მივდივართ, მნიშვნელოვანია არა ის თუ როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ მნიშვნელოვანია თუ როდის დაიხურება მოლაპარაკებები, ეს გვასწავლა ჩვენივე გამოცდილებამ.

2017 წელს უკრაინას 6 თვე ველოდეთ და ბოლოს ერთად მოგვცეს უვიზო მიმოსვლა. ამ ხმაურის უკან და ფონზე საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ამ 35-თავიან შეთანხმებაზე და როდესაც პოლიტიკური კონიუქტურები მზად იქნება მიიღოს საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილებები, ჩვენ წინ ვიქნებით, ვიდრე სხვა ქვეყნები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება