ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს შესთავაზა ფასდაუდებელი შესაძლებლობა, დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატო-ს ქვეყნებსა და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო ევროატლანტიკური გზის მტკიცე ერთგული რჩება. სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, რომელიც დასავლეთს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში ადანაშაულებდა, სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებით და პოლიტიკური ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ამის დამტკიცება ვერ მოახერხა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენების მტკიცებით, საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა მოქმედი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით და უარი პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებაზე არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიისგან, რომლითაც ოდესღაც საქართველო განისაზღვრებოდა.

„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: შეერთებული შტატები და ნატო-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის