ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა - განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღეს, კომისიამ დარეგისტრირებული 15 საჩივრიდან 8 საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებელი კომისიის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან და მას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

,,დღეს გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივრების განხილვა. მათი მხრიდან იყო ხმაური, ბუნებრივია, რადგან თავიანთი აზრი ჰქონდათ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით, ჩვენ კანონის შესაბამისად, მუხლებით ვესაუბრებოდით. განვიხილეთ 8 საჩივარი, ეს ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ბევრი მოთხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, მაგრამ არ იყო ის საფუძველი, რის საფუძველზეც შეიძლებოდა მომხდარიყო შესაბამისი უბნების, 23-ვე უბნის გადათვლა და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა. ამით, საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა საჩივრების თემა, მიიღო გადაწყვეტილება და არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა",- განაცხადა ფოთის 70 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაიამ.

ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების თქმით, ისინი ამ შედეგს ელოდნენ და მათ სხვა მოლოდინი არც ჰქონდათ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.

,,ისედაც ვიცოდით, რომ არ დაკმაყოფილდებოდა საჩივრები, რადგან ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული ყველა უბანზე. საკრებულოს წევრები და მაგათი მშობლები იყვნენ ყველა უბანზე, იცავდნენ კბილებით და ის საჩივრები, რაც დაიწერა, ძირითადად იყო მათი ხარვეზები. ვიცოდით, რომ არ დააკმაყოფილებდნენ, ხმაური შესაბამისი იყო. ალბათ, გადავინაცვლებთ სასამართლოში, რა მოჰყვება ესეც ვიცით, იქაც შერჩეული სამართალია, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ოლქში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ 7 საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს