თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცხრავე საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია

კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები განიხილეს. საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

აღნიშნულ ოლქში 9 საჩივრიდან კომისიის წევრებმა ყველა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

"იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ამათ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს, თუმცა, რა გასაკვირია, როცა, ვიცით, რასაც აკეთებდნენ წინასაარჩევნოდ. ჩვენი მოთხოვნა იყო და საჩივრებიც ამაზე მეტყველებდა, რომ გახსნილიყო საეჭვო უბნები და ხელახლა გადათვლილიყო ხმები, რადგან იყო ცდომილებაც. არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“, - აცხადებს #17 საოლქო საარჩევნო ოლქის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი შანყულაშვილი.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ წარდგენილი საჩივრები უსაფუძვლო იყო.

საჩივრების განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს