იაგო კაჭკაჭიშვილი - ყველაზე ხელშესახები მტკიცებულებაა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა, რასაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა

ეგზიტპოლი არის ლეგიტიმური მექანიზმი არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად , - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაეჭვების საფუძვლად გამოდგება ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიმცემთა რაოდენობა არაბუნებრივად გაზრდილია ზოგიერთ ოლქში“.

„რა გვიბიძგებს იმისკენ, რომ ეჭვი აღგვეძრას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული? - რამდენიმე ფაქტორია და ერთი არის ნამდვილად ეგზიტპოლები. შეუძლებელია ამას ყურადღება არ მიაქციო იმიტომ, რომ ორი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაცია ატარებს ეგზიტპოლს, ამათგან ერთს საქართველოში მუშაობის ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს. ბოლო 3 თუ 4 არჩევნებია ეგზიტპოლები გაუკეთებია და აცდენა ცესკოს რეალურ შედეგებთან არ ყოფილა 2%-ზე მეტი ანუ ცდომილების საზღვრებში იყო.

ისინი ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან, თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან. ამდენად 12%-იანი სხვაობა მათი ავტორიტეტისთვის არის ძალიან სარისკო“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო დარღვევებიდან ყველაზე ხელშესახებია ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ანტიკონსტიტუციურია და შეეძლო არჩევნებზე გავლენა მოეხდინა.

„უშუალო მტკიცებულებებზე ლაპარაკს თუ დავიწყებთ, რომელსაც მასობრივი ხასიათი აქვს, ყველაზე ხელშესახები არის ის, რაც საიამ გამოაქვეყნა, ეს არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა, რაც კანონს არღვევს და ანტიკონსტიტუციურია, რასაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

ჩვენთვის შეიძლება არც იყოს დასამალი, ვის მივეცით ხმა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამომრჩევლის მეოთხედი იქნება, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, ვინც დასაქმდა შესაძლოა, არა მაინც და მაინც საკუთარი უნარ-შესაძლებლობების მიხედვით, არამედ ნეპოტისტური კავშირების წყალობით, ვინც ვალშია ხელისუფლებასთან და ვისაც შესაძლოა აქვს ოპოზიციური განწყობები, მაგრამ გამჟღავნებას ვერ ახერხებს და არც უნდა, რადგან შესაძლოა სოციალური კეთილდღეობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის