გიორგი ვაშაძე - სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა - ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ

სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა. ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია იქნება , - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება.

“ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება იყო დარღვეული.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც იქნება სანდო.

ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული და არა “ქართული ოცნება”. პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე გავიდეთ. საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს