თამარ ჩუგოშვილი - თუ ევროპა და აშშ არ აღიარებენ არჩევნებს, განმეორდება ის, რაც ბელარუსის შემთხვევაში მოხდა, ეს კი ნიშნავს იზოლაციას, ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდებით

თუ ევროპა და აშშ არ აღიარებენ არჩევნებს, განმეორდება ის, რაც ბელარუსის შემთხვევაში მოხდა, ეს კი ნიშნავს იზოლაციას, ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდებით, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუკი 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება, „ქართულ ოცნებასთან“ დასავლეთი ყველანაირ კავშირს გაწყვეტს.

„შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზეა დამოკიდებული როგორ შეაფასებს ევროკავშირი და ამერიკა საქართველოს არჩევნებს. თუკი არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება, რა ხდება შემდგომ? - შეიძლება ბელორუსს გადავხედოთ, თუ რა მოხდა ამ შემთხვევაში. ბელორუსიის არჩევნები არ აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ, არ მიიჩნია ლეგიტიმურად და მათ ხელისუფლებასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. ჩვენ შემთხვევაშიც, თუკი ევროპა და აშშ არ აღიარებენ და იტყვიან, ამ არჩევნებმა არ გამოხტა ქართველი ხალხის ნება, შესაბამისად, შემდგომ განმეორდება ის, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გაწყვეტენ, ეს კი ნიშნავს იზოლაციას. თვეების წინ „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებოდით, რომ ნუ მიიღებთ „რუსულ კანონს“ , რადგან ეს არის გზა იზოლაციისკენ. ევროინტეგრაციას გავაგრძელებთ კი არა, იზოლაციაში მოვექცევით, რაც ნიშნავს რომ ცივილიზებულ სამყაროს სრულად მოვწყდებით.

თუკი ხელისუფლებამ არ აღიარა, რომ მასიურად და მასშტაბურად ჩაატარა მანიპულაციები, ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინა, ქართველ ხალხს არ მისცა ნება თავისუფლად გამოეხატა თავისი არჩევანი, მაშინ მთელი ქვეყანა ვემსხვერპლებით“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა ისაუბრა არჩევნების გაყალბების თაობაზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე და აღნიშნა, რომ მას ვერ ექნება ნდობა პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე.

„გამოძიების მიმართ ნდობა ვერ მექნება. როგორ უნდა მქონდეს ნდობა, მაშინ, როდესაც პროკურატურა არ რეაგირებდა მთელ რიგ დანაშაულებზე, რომელსაც პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები აფიქსირებდნენ, ჩვენ ამ არჩევნებზე ვიხილეთ ძალიან მძიმე სისტემური და მასშტაბური დარღვევები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებს განეკუთვნება. ეს გამოძიება თან არის შირმა, თან პირიქით ის ხალხი, ვინც დარღვევაზე საუბრობს, მათ მიმართ ზეწოლის მექანიზმად უფრო გამოიყურება. სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება აქვს - დამიმტკიცეთ, რომ დავარღვიე. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმიტომ კი არ არსებობს, რომ მმართველ პარტიას ემსახუროს, იმიტომ არსებობენ, რომ მათ ჩაატარონ გამოძიება. განცდა უნდა დატოვონ, რომ ამას მიუკერძოებლად და ობიექტურად აკეთებენ და არა მმართველი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაში ჯერჯერობით ვერავის გვარწმუნებენ“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე