პრემიერი - პატარაია, ლომჯარია, გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს, ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული აპარატებში, იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი და ღიმილით შიშის ზარს სცემდა ამომრჩეველს

ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და საბოლოო ჯამში ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ათასი სისულელე გაჟღერდა" ამ დღეების განმავლობაში და ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო.

„საინტერესო რა არის, ეშმაკი, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში, მარტო ხმებს კი არ უმატებდა “ქართულ ოცნებას”, მიზანმიმართულად ხმებს აკლებდა მარტო “’ნაცმოძრაობას” და „ახალს“, არ აკლებდა გახარიას და “ლელოს” და ამათთვის მიზანმიმართულად გამოკლებული ხმები ჩიპში ჩაბუდებულ ეშმაკს გადაჰქონდა “ქართულ ოცნებაზე”. ასეთ სიგიჟეს ამტკიცებენ, საოცრებაა. ათასი სისულელე მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო, ესეც კომიკურია. იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილით შიშის ზარს სცემდა მისულ ამომრჩეველს. საოცრებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებ, 25 შემთხვევაა ფარულობის დარღვევის და თურმე ყველა უბანი უნდა გაუქმდეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში.

პრემიერ-მინისტრის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს