IRI-ს პრეზიდენტი - იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე - ასეთი ხარვეზიანი არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის“, - წერს IRI-ს პრეზიდენტი.

ამერიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იზიარებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა. მისი მტკიცებით, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა