მამუკა მდინარაძე - კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია თითოეული საარჩევნო უბნის მონაცემების გახსნა საგამოძიებო უწყებას მოსთხოვოს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია თითოეული საარჩევნო უბნის მონაცემების გახსნა საგამოძიებო უწყებას მოსთხოვოს.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„გამოძიების ფარგლებში გნებავთ კომისია შევქმნათ, შემობრძანდნენ, ან ნებისმიერი ფორმატი გავაკეთოთ. გინდ პარლამენტში, გინდ საგამოძიებო უწყებაში მივიდნენ, გახსნან ყველა უბანი, ყველა უბანში ჩაყვნენ. რომელ უბანზეც, თუნდაც ერთ კაცზე აქვთ ეჭვი, იმ უბანზე შეიტანონ საჩივარი და ჩაყვნენ ბოლომდე. გახსნან რაც უნდათ, როგორც უნდათ, მაგრამ ამას უნდა რაღაც ფორმატი. მათ უნდათ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს. მამუკა მდინარაძე მივიდა თუ არა, რომელ საათზე და ა.შ. მათაც უნდა მოიტანონ კონკრეტული ფაქტები. თუ კონკრეტულ ფაქტებს ვერ მოიტანენ, ის მაინც ქნან, რაღაც ეჭვი ერთ ადამიანზე მაინც ხომ შეიძლება ჰქონდეთ?! მათ რომ ჰქონოდათ რაღაც ინფორმაცია კონკრეტული გაყალბების შესახებ, ხომ წარმოადგენდნენ?! რომ ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ინფორმაცია, რომ გაუყალბეს ხმა, მის მაგივრად მისცეს, ხომ წარმოადგენდნენ? არ აქვთ! 2 070 მლნ კაცის ბაზა გამიხსენი იქნებ აღმოვაჩინო, ან იქნებ ჩემსას ჰქონდეს ვიღაცას ნამაიმუნარიო, ქუჩაში გავყაროთ ეს მონაცემები? ერთი ეჭვი მაინც თუ აქვთ უბანზე, ოლქზე, მივიდნენ საგამოძიებო უწყებაში და გამოძიებას გაახსნევინონ ყველანაირი ბაზა, ამ უბანზე მაქვს ასეთი ეჭვიო, უთხრან. პროკურატურაში მივიდნენ, გნებავთ შემოვიდნენ [პარლამენტში]... მათი თავმოყვარეობის ამბავი ხომ ვიცით, დიდი შანსია შემოვიდნენ. შემოვიდნენ! კონკრეტული ფორმატი შევიმუშაოთ, გავხსნათ რაც გნებავთ. მერე იქ ვერ ნახავენ, მერე იტყვიან ხალხს დავათვლევინოთ ბიულეტენები, გამოვიტანოთ ქუჩაშიო... გავხსნათ ბოლომდე, თითოეული უბნის დონეზე გავხსნათ... გინდათ კომისიაში, გინდათ პროკურატურაში, სადაც გნებავთ, როგორც გნებავთ, ბოლომდე ჩავყვეთ თითო ამომრჩეველს.

...თქვენ რომ შემპირდით მოვდივარ და ხმას ვაძლევ „ქართულ ოცნებასო“, არ მოხვედით, ახლა თქვენ რასაც ითხოვთ, ანუ მეუბნებით, რომ ადექითო და გადამამოწმეთ მოვედით თუ არაო, ამის საშუალება მიეცით ყველასო. ასეთ სისულელეებს საიდან იგონებენ, რომ ყველა ამომრჩევლის კონტროლის საშუალება უნდა მიეცეს ვიღაც ფეიკნიუსების დამდგმელის მოთხოვნის საფუძველზე?! ამიტომაა ეს ფორმატები საჭირო, მივიდნენ პროკურატურაში, მივიდნენ კომისიაში და შესაბამისად, ასეთი სულელური მოთხოვნებიც აღარ ექნებათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში