მიხაილ როთი - საქართველოს მთავრობა ავრცელებს პროპაგანდას და სიცრუეს - ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა

მმართველი პარტია ავრცელებს პროპაგანდა და სიცრუეს იქნება ეს გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადებები თუ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა.

„ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა და ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ნაცვლად, ის აშკარა უკუსვლას ხედავს. კატასტროფაა!“ - წერს როთი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა