უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა  გამართა

უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.

„მომხსენებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე იყო. მან დეტალურად ისაუბრა ხმის მიცემის ფარულობის, ვერიფიკაციის სისტემის გამართულობის, მარკირების წესების დაცვის, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის, სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემის შეუძლებლობისა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე, ასევე, მოისმინეს მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების თაობაზე.

„უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია მუშაობას ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე