ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდნენ: ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის ელჩები და ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

"ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებები წარუდგინეს.

"არჩევნების ფარულობის დარღვევა - მოსყიდვა და დაშინება. ID ბარათების ჩამორთმევა. საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად ხმის მიცემა - ეს არის ოპოზიციის მიერ გამოძიებული ის მთავარი მტკიცებულებები, რომელიც ხელისუფლებამ ტოტალური გაყალბებისთვის გამოიყენა. ფაქტები, რომელიც ოპოზიციური კოალიციების ერთობამ წარადგინა შესწავლილია სპეციალური ჯგუფების მიერ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ამ შეხვედრამდე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამერიკის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს