მამუკა ხაზარაძე - დიპლომატებს გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში - მივაწოდეთ ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, თუ როგორ მიიტაცა ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეების ხმები

ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი სპეცოპერაცია, მალკევიჩის გადაადგილება თბილისში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს - ადამიანი, რომელიც ძებნაშია და მხილებულია სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების გაყალბებით. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დამრღვევი ცესკოს მიცემული საბუთით გადაადგილდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ელჩებს მყარი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევას ეხება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში - ქართველ ხალხს წაართვა არჩევანი. ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი სპეცოპერაცია. მალკევიჩის გადაადგილება თბილისში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ადამიანი, რომელიც ძებნაშია და ადამიანი, რომელიც მხილებულია სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების გაყალბებით, „ვაგნერის“ თანადამფუძნებელი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესახებ კანონის დამრღვევი გადაადგილდება ცესკოს მიცემული საბუთით. მეტი მხილება არც არის საჭირო, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ვისთან გვაქვს საქმე - საქმე გვაქვს საქართველოში რუსულ ხელისუფლებასთან. ან ჩვენ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, ქართველი ხალხი არ დავუშვებთ ბოლომდე ამ ქვეყნის ოკუპაციას და მიტაცებას იმიტომ, რომ ეს სისტემურად მიდის და ჩვენ ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს არის არჩევნების ერთ-ერთი დიდი ეტაპი, აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დავუთმოთ ოკუპანტს, არ დავუთმოთ გამყიდველ და მოღალატე ხალხს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს, ჩვენ მათ ძალიან მყარი არგუმენტები წარვუდგინეთ და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის. მე გუშინ, გუშინწინ დაგპირდით, რომ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად, არ ჩერდება მუშაობა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ და მაზეგ იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება.

მივაწოდეთ ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, თუ როგორ მიიტაცა ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეების ხმები - ათიათასობით, ასიათასობით გაყალბებაზეა საუბარი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა